დღეს, 24 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის მატჩში „ბარსელონამ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა, 4:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილშე მეორე ადგილამდე აღზევდა.
ოთხივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. პირველი ბურთი მე-20 წუთზე გავიდა. მისი ავტორი ბრაზილიელი რაფინია გახლავთ. 53-ე წუთზე პორტუგალიელმა ჟოაუ ფელიქსმა მასპინძელთა უპირატესობა გააორმაგა. კატალონიელთა მესამე გოლი ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა გაიტანა. 92-ზე კი ფერმინ ლოპეს მარტინმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ „ბარსელონამ“ 57 ქულა მოაგროვა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ავიდა. „ხეტაფე" 34 ქულით მე-10 ადგილზეა.