2003 წლის შემდეგ, „ფულემმა“ პირველად დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ - 1:2. მატჩის გმირები ნიგერიელები კელვინ ბასი და ალექს ივობი გახდნენ. სწორედ მათ გაიტანეს გოლები. მასპინძელთაგან კი თავი ჰარი მაგუაირმა გამოიჩინა.
„ფულემი“ მთელი მატჩის განმავლობაში უკეთესი იყო და თუ არ ჩავთვლით დაახლოებით ათწუთიან მონაკვეთს, როცა ბოლოსკენ „მანჩესტერმა“ იძალა, მარკუ სილვას შეგირდებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს.
ახლა „ფულემმა“ 32 ქულა მოაგროვა და მე-12 ადგილზეა. „იუნაიტედმა“ კი უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლაში. ისევ 44 ქულა დარჩა და 3 პუნქტით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ „ტოტენჰემს,“ თანაც მატჩით მეტი აქვს ნათამაშები.
პრემიერლიგა. 26-ე ტური. 24 თებერვალი: მანჩესტერ იუნაიტედი - ფულემი 1:2, ასტონ ვილა - ნოტინგემ ფორესტი 4:2, ბრაიტონი - ევერტონი 1:1, კრისტალ პალასი - ბარნლი 3:0, ბორნმუთი - მანჩესტერ სიტი, არსენალი - ნიუკასლი მოგვიანებით გაიმართება