ლევერკუზენის „ბაიერი“ საოცარ სეზონს ატარებს და რეკორდიც დაამყარა. ჩაბი ალონსოს გუნდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ზედიზედ 33 მატჩი ჩაატარა წაუგებლად, რაც გერმანული ფეხბურთისთვის რეკორდია.
„ლევერკუზენმა“ 2019-2020 წლების სეზონში „ბაიერნის“ მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. „ფარმაცევტებმა“ 33 მატჩიდან 29 მოიგეს და მხოლოდ 4-ჯერ ფრეს დასჯერდნენ.
შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენი“ ბუნდესლიგას 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, პარალელურად კი ევროპა ლიგასა და გერმანიის თასზეც ასპარეზობს.