ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, ფერნანდო რედონდოს შვილი ფედერიკო რედონდო „ინტერ მაიამიში“ გადავიდა.
შესაბამისად, ის ლიონელ მესის, სერხიო ბუსკეტსის, ჟორდი ალბას და ლუის სუარესის გვერდით ითამაშებს. არაოფიციალური ინფორმაციით, „არგენტინოს ხუნიორსმა“ 7 მილიონი ევრო მიიღო, გარდა ამისა, პოტენციური გაყიდვიდან 15%-ც ერგება.
21 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ფედერიკო რედონდომ „არგენტინოს ხუნიორსში“ 58 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.