საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რუმინეთთან მატჩისთვის მზადების პროცესში ოთხი მორაგბე შეუერთდა.
რიჩარდ კოკერილმა გუნდში ვასილ ლობჟანიძე, ნიკოლოზ სუთიძე, ლუკა ჯაფარიძე და დემურ ეფრემიძე გამოიძახა.
„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ნახევარფინალში 2 მარტს, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებენ რუმინეთის ნაკრებს და გამარჯვებული ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.