ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩი „გრანადასა“ და „ვალენსიას“ შორის გაურკვეველი ვადით გადაიდო.
თამაშის გადადება „ვალენსიამ“ მოითხოვა და ლა ლიგამ მოთხოვნა დააკმაყოფილა. საქმე ისაა, რომ ვალენსიაში 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად დაიწვა, რომელშიც 138 ბინა იყო და ადამიანები დაიღუპნენ, ხოლო ნაწილს ამ დრომდე ეძებენ.
„ვალენსიამ“ დღევანდელი ვარჯიში წუთიერი დუმილით დაიწყო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი ასე მიაგო.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგაში 25 ტურის შემდეგ 36 ქულით მერვე ადგილზეა.