ფეხბურთი

14:50 | 23.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჯენოას" მცველი: "კვარაცხელიას წინააღმდეგ კარგი თამაში თავდაჯერებას განიჭებს"

„ჯენოას“ მცველმა სტეფანო საბელიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ კარგი თამაში მცველს თავდაჯერებას ანიჭებს. როგორც მან თქვა, ქართველის მეურვეობა ძალიან რთულია.

„როდესაც ასეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ კარგ თამაშს ატარებ, თავდაჯერებას გძენს. კვარაცხელიას მეურვეობა რა თქმა უნდა, რთულია, ინდივიდუალურად ის ათჯერ გიმიზნებს და მის წინააღმდეგ გიჭირს, მაგრამ ჩვენ კარგად მოვახერხეთ მისი შეზღუდვა, რაც გუნდური თამაშის დამსახურებაცაა“, - თქვა საბელიმ.

შეგახსენებთ, რომ „ჯენოა“ „ნაპოლის“ ერთი კვირის წინ დაუპირისპირდა და ის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

0.11605