„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი მზად არის ზაფხულში ევროპის ერთ-ერთ ტოპ კლუბში გადავიდეს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ცნობით, „ჩელსისა“ და პსჟ-ის წარმომადგენლები უკვე მუშაობენ ნიგერიელი ფორვარდის სავარაუდო ტრანსფერზე. ორივე კლუბს შეეძლება 25 წლის ფეხბურთელის 130 მილიონ ევროდ შეძენა, რაც კომპენსაციის სახით არის მითითებული ფეხბურთელის კონტრაქტში.
ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა ნეაპოლელთა შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, ცხრა ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფეხბურთელის კონტრაქტი იტალიურ კლუბთან ძალაშია 2026 წლის ივნისის ბოლომდე.