„რომას“ ნახევარმცველმა ბრაიან კრისტანტემ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიუს გადადგომაზე ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტის წასვლის შემდეგ რომაელებს კლუბის ლეგენდა დანიელე დე როსი ხელმძღვანელობს.
„როდესაც დანიელე ჩამოვიდა, წარდგენა არ სჭირდებოდა. მისთვის ადვილი არ იყო რთულ პერიოდში გუნდში შოსვლა და იმ ფეხბურთელებთან მუშაობის დაწყება, რომლებთანაც თამაშობდა, მაგრამ მან შესანიშნავად გაართვა თავი საქმეს და საერთო ენაც მალე გამონახა მათთან.
კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ გუნდს ვაშენებთ და ვვითარდებით თამაშიდან თამაშამდე. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება (მოურინიუს გათავისუფლება) მართებული აღმოჩნდა. ეს კლუბის მფლობელებმა ძალიან რთულ მომენტში მიიღეს. ამის შემდეგ ბევრი რამ გავიგეთ“, - ციტირებს კრისტანტეს სიტყვებს Goal.
მოურინიუ „რომას“ 2021 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა. რომაულ კლუბში ყოფნის დროს პორტუგალიელმა მოიგო უეფას კონფერენს ლიგა და ასევე გუნდი ევროპა ლიგის ფინალამდე მიიყვანა.
61 წლის სპეციალისტის გათავისუფლების დროს „რომა“ იტალიის სერია A-ში მეცხრე ადგილზე იყო, ახლა რომაელები მეექვსე საფეხურზე დგანან.