ფეხბურთი

4:00 | 22.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "კვარაცხელია არ მომეწონა, არაა საჭირო ასეთი ჟესტების გაკეთება"

ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „ნაპოლის“ და „ბარსელონას“ მატჩი (1:1) შეაფასა. მას არ მოეწონა „აძურის“ თამაში გარდა ბოლო 20 წუთისა და ასევე ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია, რომელიც ქართველ ფეხბურთელს მოედნის დატოვებისას ჰქონდა.

„ფეხბურთელები თავდაჯერებული არ იყვნენ, ისინი შიშით თამაშობდნენ, მხოლოდ სუსტ და ჰორიზონტალურ პასებს აკეთებდნენ. „ბარსელონას“ პრესინგმა „ნაპოლის“ პრობლემები შეუქმნა, მაგრამ ბოლო 20 წუთში ვითარება შეიცვალა და „ნაპოლი“ თავიდან დაიბადა ლინდსტრომის, რასპადორის და პოლიტანოს წყალობით, პირველ ტაიმში კი, გუნდი თამაშში მერეტმა დატოვა.

„ნაპოლის“ ბოლო 20 წუთი მომეწონა, უფრო სწრაფად და კომპაქტურად ითამაშეს და ასე უნდა დაიწყონ საპასუხო მატჩიც. ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტი არ არის, ლობოტკა დღეს ბურთს ემალებოდა, სწორედ ეს ნიშნავს, რომ მათ თავდაჯერება არ ჰქონდათ. კვარაცხელია არ მომეწონა: ეს ჟესტები არ უნდა გააკეთო, თუ შეგვცლიან, თანაგუნდელს უნდა ჩაეხუტო და ასე არ უნდა მოიქცე“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასი აქვს აქტივში, ამ ტურნირზე გოლი კი, ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში გაიტანა. ყველა ტურნირზე კვარას 32 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერაც საგოლე პასი გააკეთა.

0.115129