ფეხბურთი

2:55 | 22.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "დამწუხრებული ვარ, სამართლიანი შედეგი მხოლოდ "ბარსელონას" გამარჯვება იქნებოდა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ერთადერთი სამართლიანი შედეგი „ბარსას“ გამარჯვება იქნებოდა.

„შედეგით დამწუხრებული ვარ, ყველაზე სამართლიანი „ბარსელონას“ გამარჯვება იქნებოდა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს მხოლოდ ერთი მომენტის შექმნის შანსი მივეცით. გოლის შემდეგ „ნაპოლიმ“ გაიღვიძა და თამაშის შესაძლებლობა მივეცით, მინდოდა განსხვავებული რამ მენახა, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა. ძალიან მომეწონა ჩემი გუნდი, კარგად ვუტევდით, პროგრესი დავინახე, გუნდი, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში მომეწონა.

რა თქმა უნდა, „ბარსელონა“ დამაკლდება წასვლის შემდეგ, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში კლუბის სასარგებლოდ მივიღე“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ საპასუხო მატჩი 12 მარტს გაიმართება.

0.114548