ფეხბურთი

19:12 | 21.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" დაცვაში პრობლემები აქვს: არჩევანი ისევ საზონოვს და ლოვატოს შორის უნდა გაკეთდეს

„ტორინო“ სერია A-ს 21-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „ლაციოს“ დაუპირისპირდება. ტრავმების გამო ტურინელებს წამყვანი მცველები, რიკარდო როდრიგესი და ალესანდრო ბონჯორნო ვერ დაეხმარებიან.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ივან იურიჩმა თქვა, რომ კოფი ჯიჯის და ადრიან ტამეზეს არ უვარჯიშიათ და ხვალ გადაწყდება გავლენ თუ არა, ისინი მოედანზე. ამის ფონზე შეიძლება შანსი საბა საზონოვმა მიიღოს, რომელიც ბოლო ორი ტური სკამზე იყო და ახალწვეული მატეო ლოვატო ამჯობინეს.

Toro.it ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერს:

„2022 წელს დაბადებული საზონოვი ლოვატოზე ერთი წლით უმცროსია, იურიჩი აფასებს მას და უყვარს მისი მუშაობის წესი. დიდი კონკურენციაა და ამიტომ ბევრს ვერ თამაშობს, ამის მიუხედავად, მისი სამუშაო კულტურით ყოველდღე მაქსიმუმს აკეთებს. მჭიდრო კალენდრის პერიოდში შეიძლება მას კიდევ ერთი შანსი ჰქონდეს, თუნდაც შეცვლაზე და მისი წვლილი ფუნდამენტური გახდეს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „ლაციოს“ მატჩი 22 თებერვალს გაიმართება. საბა საზონოვს მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ იყო.

0.106815