ტომას ტუხელი მიმდინარე სეზონის ბოლოს „ბაიერნს“ დატოვებს. ინფორმაცია გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
მხარეები თანამშრომლობას ერთი წლით ადრე გაწყვეტენ, რადგან ტუხელს „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. გადაწყვეტილების მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგებია.
„ბაიერნი“ ბუნდესლიგაში „ლევერკუზენს“ 8 ქულით ჩამორჩება, გერმანიის თასიდან მოულოდნელად გავარდა და ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩიც წააგო.
ტუხელის შემცვლელად არაერთი მწვრთნელი განიხილება, მათ შორის, ჩაბი ალონსო, ჰანსი ფლიკი, სებასტიან ჰიონესი, იურგენ კლოპი, ანტონიო კონტე და ზინედინ ზიდანი.