2024-2025 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვლება და გუნდების რაოდენობაც 32-დან 36-მდე გაიზრდება.
სწორედ ამის ხარჯზე დამატებით ორ საგზურს მიიღებს მიმდინარე სეზონში უეფას რეიტინგში ორი საუკეთესო ჩემპიონატი. უფრო დეტალურად, ამ ორი ქვეყნის მეხუთე ადგილოსანი გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ამ დროისთვის იტალიის და გერმანიის ჩემპიონატები ლიდერობენ.
შვიდივე იტალიური გუნდი აგრძელებს ევროთასებზე ბრძოლას და დიდი შანსია, სერია A-დან მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხუთმა გუნდმა ითამაშოს. ეს „ნაპოლისთვის“ კარგია, რადგან ოთხეულთან დიდი ჩამორჩენა აქვს და მე-5 ადგილზე თუ გავა, შეიძლება მაინც ერგოს ჩემპიონთა ლიგის საგზური. მეორე ადგილისთვის სეზონის რეიტინგში გერმანია, ინგლისი და ესპანეთი იბრძვიან, თუმცა პირველი ადგილის მოპოვების შანსი არც ამ ქვეყნის ჩემპიონატებს აქვთ დაკარგული.
ნებისმიერ შემთხვევაში, სეზონის ბოლოს ორი საუკეთესო რეიტინგის მქონე ჩემპიონატი ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ადგილოსან გუნდსაც გაიყვანს.
1. იტალია - 15.000 ქულა
2. გერმანია - 14.071
3. ინგლისი - 13.875
4. ესპანეთი - 12.937
5. საფრანგეთი - 12.250
6. ჩეხეთი - 12.000
7. ბელგია - 11.800
8. თურქეთი - 11.000
9. ნიდერლანდები - 9.200
10. პორტუგალია - 8.500