ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „დორტმუნდი“ სტუმრად პსვ ეინდჰოვენს დაუზავდა (1:1).
ნიდერლანდელებმა მეორე ტაიმში ანგარიში პენალტით გაათანაბრეს, რასაც „დორტმუნდის“ მცველი მატს ჰუმელსი გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, ასეთ პენალტს „ჩელსის“ ან „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ არ დანიშნავდნენ.
„რა სასაცილო პენალტი დანიშნეს ჩვენს წინააღმდეგ. არ მჯერა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ დღეს VAR-თან ერთად „ჩელსის“ ან პსჟ-ს წინააღმდეგ“, - დაწერა ჰუმელსმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდის“ და პსვ-ს საპასუხო მატჩი 13 მარტს გაიმართება.