ფეხბურთი

10:27 | 21.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი: "სამწუხაროა, რომ მხოლოდ 1:0 მოვიგეთ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით მოიგეს.

„ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით მოვიგეთ, რაღაცით მეტს ვიმსახურებდით. ეს მხოლოდ პირველი ტაიმი იყო და მეორე ნახევარი მადრიდში რთული იქნება. არნაუტოვიჩი კარგად მუშაობს, ის და სანჩესი მომწონს, როდესაც მოედანზე გასვლა უწევთ. დღეს დიდებული „ინტერი“ იყო.

ტურამმა ვიტსელთან კონტაქტის დროს მიიღო დაზიანება და შემდეგ დარტყმის დროს ტკივილი იგრძნო. ვნახოთ, რა ტრავმაა, იმედი მაქვს, დიდი ხნით არ დავკარგავთ. სეზონის გასული 6 თვე კარგად ჩავატარეთ, მაგრამ მთავარი მომდევნო სამი თვეა. ვიცით, რომ მჭიდრო კალენდრისა და ტრავმების გამო სირთულეები იქნება, მაგრამ ასე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ 2024 წელს 8 მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო. საპასუხო შეხვედრა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ კი 13 მარტს გაიმართება.

0.119221