ფეხბურთი

2:00 | 21.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" უპირატესობა მოიპოვა, "დორტმუნდმა" და პსვ-მ გოლები გაცვალეს

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. ყველაზე საინტერესო „ინტერის“ და „ატლეტიკოს“ დაპირისპირება იყო, რომელშიც მილანელებმა მოიგეს.

„ნერაძური“ წყვილში ფავორიტად ისედაც მიიჩნეოდა და ახლა ეს სტატუსი უფრო გაიმყარა, მაგრამ გადაწყვეტით არაფერი გადაწყვეტილა.

სიმონე ინძაგის გუნდი მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც „ატლეტიკო“ გოლს რამდენჯერმე გადაურჩა. თუმცა, დიეგო სიმეონეს გუნდმა შეცდომა მაინც დაუშვა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს. მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ლაუტარო მარტინესს იან ობლაკმა კი აჯობა, მაგრამ დამატებაზე მარკო არნაუტოვიჩმა გაიტანა და გამარჯვების გოლი მიითვალა - 1:0.

რა თქმა უნდა, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ეს უპირატესობა ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ დღევანდელმა თამაშმა მაინც გამოაჩინა, რომ „ინტერი“ ბევრად უკეთესი გუნდია და უკეთეს ფორმაშია. თუმცა, რა იქნება 3 კვირის მერე, არავინ იცის.

პარალელურად, პსვ ეინდჰოვენი და „დორტმუნდი“ დაზავდნენ. ანგარიში დონიელ მალენმა გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში ლუკ დე იონგმა გაათანაბრა. 1:1-ით არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა გერმანიაში „დორტმუნდი“ აშკარა ფავორიტად მოჩანს.

პსვ ეინდჰოვენი - „დორტმუნდი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მალენი (24), 1:1 დე იონგი (56, პენ)

„ინტერი“ – „ატლეტიკო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 არნაუტოვიჩი (79)

0.118612