ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი ანდრეას ბრემე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა - გვამცნობს Bild.
გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ბრემე გარდაიცვალა გულის გაჩერების შედეგად ორშაბათიდან სამშაბათის ღამეს მიუნხენში. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ბრემემ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან (1:0) გამარჯვების გოლი გაიტანა.
მთელი კარიერის განმავლობაში ბრემე თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა „ბაიერნი,“ „კაიზერსლაუტერნი,“ „ინტერი“ და „სარაგოსა.“ გერმანელმა ფეხბურთელმა „კაიზერსლაუტერნთან“ ერთად ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა - 319. ამ თამაშებში ბრემემ 53 ბურთი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა
ბრემეს დებიუტი გერმანიის ნაკრებში 1984 წლის 15 თებერვალს შედგა. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მან 86 მატჩი ჩაატარა, რომელშიც რვა გოლი გაიტანა.