„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მშრალი მატჩი ჩაატარა, რაც მისი ესპანური კარიერისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.
ქართველმა კარის დარაჯმა 25 მატჩიდან 8-ჯერ შეძლო ისე თამაში, რომ გოლი არ გაუშვა. შედარებისთვის გასულ სეზონში 38 შეხვედრაში კარი მშრალად შვიდჯერ შეინახა. თუმცა, 2021-2022 წლების სეზონშიც 8 მშრალი მატჩი ჰქონდა, მაშინ 18 შეხვედრაში, შესაბამისად, ეს პირადი რეკორდი გაიმეორა, მაგრამ ვინაიდან სეზონის ბოლომდე 13 მატჩია, ალბათ, სულ მალე შედეგს გააუმჯობესებს.
ცნობისთვის, საკუთარ მოედანზე მამარდაშვილს მხოლოდ 6 გოლი აქვს გაშვებული 12 მატჩში (სეზონში 25 მატჩში 29 გოლი გაუშვა) და საკუთარ მოედანზე ასეთი კარგი შედეგი არც ერთ მეკარეს და გუნდს არ აქვს.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში „ვალენსიას“ ღირსება ზედიზედ 63 მატჩში დაიცვა, რაც „ლოს ჩეს“ ისტორიაში საუკეთესო სერიაა. 24 თებერვალს „ღამურები“ „გრანადას“ ესტუმრებიან.