„მილანს“ კარგი შანსი ჰქონდა „იუვენტუსი“ უკან ჩამოეტოვებინა და მეორე ადგილზე გადასულიყო, მაგრამ 25-ე ტურში „მონცასთან“ წააგო და 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
„როსონერისთვის“ პირველი ტაიმის ბოლო გამოდგა ფატალური, როცა მატეო პესინამ და დანი მოტამ ორჯერ გაიტანეს. სტუმართა მდგომარეობა 53-ე წუთზე უფრო დამძიმდა ლუკა იოვიჩის გაძევებით, მაგრამ კაცნაკლულმა „მილანმა“ ანგარიში მაინც გაათანაბრა ოლივიე ჟირუს და კრისტიან პულიშიჩის გოლებით. ეს 88-ე წუთისთვის მოხდა.
მიუხედავად ამისა, სტეფანო პიოლის გუნდმა დარჩენილ დროში ორი გოლი გაუშვა და 2:4 წააგო, შედეგად, 52 ქულით მესამე ადგილზე დარჩა.