ფეხბურთი

18:17 | 18.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი მაძარის გათავისუფლებას აპირებს და სამი კანდიდატი ჰყავს

„ნაპოლი“ შეიძლება უახლოეს ხანში ისევ მწვრთნელის გარეშე დარჩეს. იტალიური მედიის ცნობით, ვალტერ მაძარის გათავისუფლება ემუქრება.

შესაძლოა, მან სამსახური „ბარსელონასთან“ სამ დღეში გასამართ მატჩში შეინარჩუნოს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ კარისკენ მანამდე მიუთითონ. როგორც ცნობილი გახდა, აურელიო დე ლაურენტისი მის შემცვლელს უკვე არჩევს.

დე ლაურენტისი სამ მწვრთნელს პირადად დაუკავშირდა: ფრანჩესკო კალცონას, ფაბიო კანავაროს და მარკო ჯამპაოლოს. კანავარო და ჯამპაოლო უმუშევრები არიან, შესაბამისად, მათი ვარიანტები უფრო რეალურია. მით უფრო, რომ კანავაროს დე ლაურენტისთან აქვს კარგი ურთიერთობა, ხოლო ჯამპაოლოს კლუბის სპორტულ დირექტორ მაურო მელუზოსთან.

რაც შეეხება კალცონას, ის ამჟამად სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, მაგრამ ორი სეზონის წინ „ნაპოლიში“ ლუჩანო სპალეტის ასისტენტი იყო და გარემოს კარგად იცნობს.

საინტერესო დეტალიც: მაძარის ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ სერია A-ს 12 მატჩში 15 ქულა მოიპოვა, მაშინ, როდესაც რუდი გარსიამ გუნდს ასევე 12 მატჩში 21 ქულა მოაპოვებინა. ასე რომ, მაძარიმ სიტუაცია არათუ ვერ გამოასწორა, გააუარესა.

0.12093