ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე "სევილიას" დაუპირისპირდა და ძალიან მოსაწყენი მატჩი უგოლოდ დასრულდა.
გიორგი მამარდაშვილი მთელი თამაში უსაქმოდ იყო და ერთადერთი სეივი მიითვალა, ისიც მარტივი და უფრო სტატისტიკური. ქართველი მეკარისთვის ეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მერვე მშრალი მატჩი იყო, 25 შეხვედრაში კი 29 გოლი აქვს გაშვებული.
„ვალენსია“ 36 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 24 თებერვალს, სტუმრად აუტსაიდერ „გრანადას“ შეხვდება.