ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურის მატჩში, „სელტამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
კატალონიელებმა რობერტ ლევანდოვსკის დუბლის წყაობით იმარჯვეს. პოლონელმა ფორვარდმა გოლები 45 და 97-ე წუთებზე (პენალტით) გაიტანა. მასპინძელთაგან თავი ვეტერანმა იაგო ასპასმა გამოიჩინა.
პრიმერას 25 მატჩის შემდეგ „სელტას“ 20 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა. „ბარსელონამ“ კი ესპანეთის ჩემპიონატში ასეთივე რაოდენობის მატჩების შემდეგ 54 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. ლიდერი 61-ქულიანი მადრიდის „რეალია.“