დღეს, 17 თებერვალს, იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის მატჩში, „იუვენტუსი“ „ვერონას“ ესტუმრა და 2:2 ეთამაშა.
საინტრესოა, რომ მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ტურინელებმა ქულის გადარჩენა მოახერხეს.
მე-11 წუთზე ანგარიში „ვერონას“ თავდამსხმელმა მაიკლ ფოლორუნშომ გახსნა. 28-ზე „იუვენტუსის“ ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა პენალტით გაათანაბრა. 52-ზე მასპინძლები ისევ დაწინაურდნენ, თავი თავდამსხმელმა ტიჟანი ნოსლინმა გამოიჩინა 55-ე წუთზე კი ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ ტურინული კლუბის მეორე გოლი გაიტანა - 2:2.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მანამდე სერია A-ში მიჯრით ორი მატჩი წააგო - „ინტერთან“ და „უდინეზესთან.“ ჯამში კი ეს მაქსი ალეგრის გუნდის ზედიზედ მეოთხე მოუგებელი თამაში გახლდათ.
25 მატჩის შემდეგ „იუვენტუსმა“ 54 ქულა დააგროვა და ამჟამად მეორე ადგილზეა. ლიდერი კი მილანის „ინტერია,“ რომელმაც გუშინ „სალერნიტანას“ 4:0 მოუგო და 24 მატჩის შემდეგ 63 ქულა აქვს.