ფეხბურთი

0:04 | 18.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ მაძარი: "მოედანზე კვარაცხელიას ბოლომდე დატოვება რისკი იყო"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „ჯენოასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს. მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

„არა, გადადგომაზე არ ვფიქრობ, რადგან ვიცოდი სირთულეები, რომელიც გარსიას დროსაც არსებობდა, მაგრამ როდესაც გუნდში მოვედი, უფრო მეტი აღმოვაჩინე. ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, რომ ბურთი კარში შევიტანო. რომ მქონდეს იმის განცდა, რომ ბიჭები არ მომყვებიან, გადადგომაზე ვიფიქრებდი, მაგრამ ასე არაა.

გავრისკე, როდესაც კვარაცხელია მოედანზე დავტოვე, რადგან გაფრთხილება ჰქონდა. ვუთხარი, რომ მეორე ყვითელ ბარათზე ყურადღებით ყოფილიყო, ჩვენთვის შეუცვლელია“, - თქვა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 6 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 36 ქულით მხოლოდ მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფს „ტორინოსთან“ ერთად, მომდევნო ტურში კი 25 თებერვალს, „კალიარის“ ესტუმრება, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შინ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

0.112026