დღეს, 17 თებერვალს პრემიერლიგის 25-ე ტურის შვიდი მატჩი გაიმართა. დღის გვიან შეხვედრაში „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსის“ ეწვია და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ეგ კი არა, 83-ე წუთამდე აგებდა. მასპინძლები 42-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა დააწინაურა.
„ქალაქელები“ მარცხს როდრიმ გადააჩინა. მან გოლი დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრეს გაიტანა და თამაში 1:1 დასრულდა.
ახლა ლიდერი კვლავ „ლივერპულია“ 57 ქულით, 55-ქულიანი „არსენალი“ მეორე ადგილზე დგას, 53-ქულიანი „სიტი“ - მესამეზე.
ინგლისი. პრემიერლიგა. 25-ე ტური. 17 თებერვალი: ბრენტფორდი - ლივერპული 1:4, ბარნლი - არსენალი 0:5, ნოტინგემ ფორესტი - ვესტ ჰემი 2:0, ნიუკასლი - ბორნმუთი 2:2, ტოტენჰემი - ვულვერჰემპტონი 1:2, ფულემი - ასტონ ვილა 1:2, მანჩესტერ სიტი - ჩელსი 1:1