„ბარსელონაში“ ჩავის შემცვლელს ეძებენ და როგორც გამოცემა As-ი იტყობინება, კატალონიელებმა არჩევანი რობერტო დე ძერბიზე შეაჩერეს.
ნიჭიერი იტალიელი სპეციალისტიც თანახმაა „ბარსა“ ჩაიბაროს, მაგრამ არსებობს დაბრკოლება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ დე ძერბის „ბრაიტონთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, ესპანელებს კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.
დე ძერბის გარდა, „ბარსელონას“ სიაში ტიაგო მოტა და ჰანსი ფლიკიც არიან. შეგახსენებთ, რომ ჩავი კატალონიურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.