ფეხბურთი

14:44 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე გოლების გატანის სურვილით დაბრუნდა და პასუხისმგებლობას გრძნობს"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფორვარდი მშიერია და გრძნობს პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია.

„ძველ კლუბში დაბრუნება ძნელია და არც იმ დახვედრას მივესალმები, რომელიც მოუწყვეს, რაც ჩემი აზრით, გადაჭარბებული იყო. ჟორჟი ისევ მშიერია და გოლების გატანის სურვილით დაბრუნდა. გრძნობს, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა, იმის გამო, რაც მანამდე ჩვენთან გააკეთა, მაგრამ მასზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. „მეცი“ 18 თებერვალს, სტუმრად „მონპელიეს“ დაუპირისპირდება.

0.110443