ჭიდაობა

13:17 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარული მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

ქართული ჭიდაობის ლეგენდა ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

თედიაშვილი 1972 და 1976 წლებში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, 1971, 1973, 1974 და 1975 წლებში ოთხჯერ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 1974, 1976 და 1978 წლებში ევროპის ჩემპიონატზეც დაეუფლა ოქროს მედალს. სამჯერ იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც, ხოლო ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

გარდა ამისა, 1971, 1973 და 1974 წლებში სამჯერ საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდოც გადასცეს.

0.10944