ჭიდაობა

20:37 | 16.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: ორი ქართველი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ორი ქართველი მოჭიდავე ფინალში გავიდა.

აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) ულადისლაუ კოიკა, ჰაიდარ იავუზი და რამაზან რამაზანოვი დაამარცხა, ფინალში კი შაბათს გამოვა.

ასევე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს გივი მაჭარაშვილი (97 კგ), რომელმაც ლუკას კრასაუსკასი, ალიაკსანდარ ჰუშტინი და იბრაჰიმ ჩიფტჩი დაამარცხა.

ნახევარფინალში გავიდნენ ავთანდილ კენჭაძე, რობერტ დინგაშვილი და გოდერძი ძებისაშვილი, მაგრამ ნახევარფინალური შეხვედრა სამივემ წააგო და ხვალ ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლისთვის გავლენ.

ამრიგად, პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის წარმატებული გამოდგა, რადგან ხუთივე მოჭიდავე მედლისთვის იბრძვის. გარდა ამისა, ხვალ ასპარეზობაში კიდევ 5 ქართველი ფალავანი ჩაერთვება.

0.112108