სინიშა მიხაილოვიჩის ქვრივმა არიანა მიხაილოვიჩმა განაცხადა, რომ „ბოლონია“ ხელფასს სინიშას მას მერეც იხდიდა, რაც სერბი სპეციალისტი გარდაიცვალა.
მიხაილოვიჩი „ბოლონიადან“ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გაათავისუფლეს, თუმცა კონტრაქტი კლუბთან აკავშირებდა და ხელფასსაც მის ამოწურვამდე ამიტომ უხდიდნენ.
„სინიშა არ ელოდებოდა კლუბიდან გათავისუფლებას და ამის გამო ძალიან განაწყენდა. ის არასდროს გადადგებოდა, უნდოდა მუშაობა გაეგრძელებინა, რადგან ბრძოლის უნიკალური სურვილი ჰქონდა. „ბოლონიამ“ სხვა გზა აირჩია და ვერ განვსჯი: კონტრაქტის ამოწურვამდე პატივი სცეს და ჩემი ქმრის ხელფასს მისი გარდაცვალების შემდეგაც იხდიდნენ. შესანიშნავი ჟესტი იყო, „ბოლონიას“ ხელმძღვანელობიდან არავინ დამივიწყა“, - თქვა არიანამ.
შეგახსენებთ, რომ სინიშა მიხაილოვიჩი 2022 წელს 53 წლის ასაკში სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა.