ფეხბურთი

17:28 | 16.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ მაძარი: "კვარაცხელია ახალ პოზიციაზე კარგია, ასე მუდმივად 3 მეტოქე არ აკონტროლებს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახალ პოზიციაზე (ცენტრში) კარგად გამოიყურება. როგორც მან აღნიშნა, ახალ როლში მის წინააღმდეგ მუდმივად 3 მეტოქე არ არის.

„ყველანი ხმამაღლა ითხოვდით, რომ კვარას კართან უფრო ახლოს ეთამაშა და ამიტომაც, გადავწყვიტე მისთვის პოზიციის შეცვლა, რათა აღარ ყოფილიყო 3 მეტოქის მეურვეობის ქვეშ, რადგან გასული სეზონის ბოლო ნაწილიდან ამ პირობებში თამაში გაუჭირდა. ვფიქრობ, ახლა პოზიციაზე კარგად თამაშობს. ჩემი აზრით, „მილანთან“ ცუდად არ გვითამაშია, ბურთი ძელსაც გავარტყით, წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ დაცვაში შეცდომა ძვირად დაგვიჯდა.

ლინდსტრომი? ჩემი აზრით, მისთვის საუკეთესო პოზიციაზე კვარაცხელიას ადგილზეა, მარცხენა ფლანგზე, რადგან შემდეგ შეუძლია ერთი-ერთზე თამაში, თუმცა ვნახოთ, ხვალ სად გამოვიყენებ“, - თქვა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ჯენოას“ მატჩი 17 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.111266