ფეხბურთი

22:54 | 15.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ინტერი-მილანზე დერბის განცდა არ მქონია, "იუვესთან" დაპირისპირება კი მაშინვე ვიგრძენი"

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ „ინტერის“ მთავარი მეტოქე „იუვენტუსია“ და არა „მილანი“. როგორც მან აღნიშნა, როდესაც „ნერაძურის“ მთავარი მწვრთნელი იყო, „მილანთან“ თამაშის დროს განსაკუთრებული დაძაბულობა არ შეუნიშნავს, სამაგიეროდ, „იუვესთან“ თამაშის დროს ყველაფერი განსხვავებულად იყო.

„ნამდვილი დაპირისპირება „ინტერი“ – „იუვენტუსია“, არა „ინტერი“ – „მილანი“. მახსოვს პირველი მილანური დერბი. ჩვენს ავტობუსში ვიყავი და ვხედავდი გარეთ გულშემატკივრებს ორივე გუნდის შარფებით ერთად მოდიოდნენ სტადიონზე, მეგობრულად. არ განმიცდია, რომ ეს დიდი დერბი იყო. სამაგიეროდ, როდესაც „ინტერი“ – „იუვენტუსს“ ეთამაშება, მაშინვე გრძნობ, რომ ორ გუნდს შორის ისტორიულად რაღაც რთული არსებობს“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო „ინტერში“ 2008-2010 წლებში მუშაობდა.

0.125117