იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა საბატინ დურანტემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ფენომენი არ არის. როგორც მან აღნიშნა, ფენომენის სტატუსი მარკო ვან ბასტენს და რონალდოს შეესაბამება.
„კვარაცხელია და კიმი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ არა ფენომენები. არც ვინისიუსია ფენომენი, მატ საფეხბურთო ზრდა უნდა დაასრულონ. ფენომენები ვან ბასტენი და რონალდო იყვნენ“, - თქვა დურანტემ.