ფეხბურთი

12:50 | 15.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი: "დასანანია, რადგან უფრო დიდი სხვაობით მოგება შეიძლებოდა"

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ბაიერნთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს უფრო მეტი სხვაობით მოგება შეეძლო.

„ბედნიერები ვართ, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მოვიგეთ, მაგრამ სინანულის განცდაც გვაქვს, რადგან შეიძლებოდა უფრო დიდი სხვაობით მოგებაც. მომეწონა გუნდის სულისკვეთება, ჭკვიანურად ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ ტანჯვა მოგვიწევდა, მაგრამ შანსიც გვექნებოდა. თუმცა, ბოლო 20 წუთში შეგვეძლო უფრო დიდი სხვაობა დაგვეფიქსირებინა“, - თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ იტალიურ გუნდთან 2011 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა.

0.115259