ფეხბურთი

23:36 | 14.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ფრე უკრაინულ გუნდთან

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი ლუგანსკის „ზორიას“ დაუპირისპირდა, რომელსაც დაუზავდა - 2:2. ბათუმელთა რიგებში გოლები ბრაზილიელმა ლეგიონერებმა, გაბრიელ რამოსმა და ალეფ სანტოსმა გაიტანეს.

„დინამო ბათუმი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 17 თებერვალს, კიდევ ერთ უკრაინულ გუნდთან, „ჩერკასისთან“ გამართავს.

0.114922