სხვა

0:32 | 14.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოთა მიშველიძემ ატაცსა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა, 61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ საქართველოს ნაკრებს მედლები შემატა.

ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 121 / 125 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მიშველიძემ აკვრაში თავი 143 / 147 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 272 კილოგრამით კი კიდევ 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შოთა მიშველიძის პირადი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძეა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

0.132934