ფეხბურთი

23:21 | 13.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ტორპედო“ ვალენსიაში ნორვეგიულ „სტაბეკთან“ დამარცხდა

ესპანურ ვალენსიაში მყოფმა ქუთაისის „ტორპედომ“ დღეს, 13 თებერვალს პირველი საკონტროლო მატჩი გამართა „ოლივა ნოვას“ საწვრთნელ ბაზაზე და ნორვეგიულ „სტაბეკთან“ 1:2 დამარცხდა.

ერთმანეთის პირისპირ დაახლოებით თანაბარი სიძლიერის გუნდები წარსდგნენ. მცირე უპირატესობა სკანდინავებს ეპყრათ და ეს ანგარიშშიც აისახა. პირველ ტაიმში კაი კოსტადინოვმა ძელს მოარტყა ბურთი.

შესვენების შემდეგ ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავალი ცვლილება განხორციელდა. ალექსანდერ ანდერსენმა გახსნა ანგარიში, თუმცა ქუთაისელებმა მალევე გაათანაბრეს. ბოლოსკენ კი შეცვლაზე შესულმა გერმან გეელმუდინმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

15 თებერვალს ქუთაისელები ალიკანტეში „ხოსე რიკო პერესის“ სტადიონზე „ჰერკულესს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც ესპანური სეგუნდა ფედერასიონის მე-3 ჯგუფის ლიდერია. 17-ში, კი ესტონურ „ლევადიას“ შეხვდებიან.

0.117638