ფეხბურთი

19:53 | 13.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ გაწვრთნის შანსი სამ სპეციალისტს აქვს

კატალონიური „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატების სია სამამდე შეამცირა.

Football Espana-ს ცნობით უკვე ცნობილია, გუნდის მომავალი მწვრთნელი ესპანელი, იტალიელი ან გერმანელი იქნება. სავარაუდოდ, საუბარია „ბრაიტონის“ თავკაც რობერტო დე ძერბიზე, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და „ბაიერნის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკზე და „ლევერკუზენის“ თავკაც ჩაბი ალონსოზე.

საბოლოოდ გამოირიცხა რუბენ ამორიმის (სპორტინგი), ტიაგუ მოტას (ბოლონია), მიგელ ანხელის (ჟირონა), იურგენ კლოპის (ლივერპული) და პეპ გვარდიოლას (მანჩესტერ სიტი) ვარიანტები.

თეგებიბარსელონა
0.113587