„კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნეესტრუპმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ მოახლოებული პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ვიცით, რომ „მანჩესტერ სიტი“ ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ მიუნხენის „ბაიერნის,“ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „გალათასარაის“ მსგავსად, მათი მოთამაშეებიც ადამიანები არიან. ამიტომ, ჩვენ იმ რწმენით ვითამაშებთ, რომ გამარჯვების შანსი გვაქვს. მით უმეტეს, ჩვენ სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება“, - ციტირებს ნეესტრუპის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
მატჩი დღეს, 13 თებერვალს კოპენჰაგენში „პარკენის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.