დორტმუნდის „ბორუსიის" თავდამსხმელმა სებასტიან ალერმა გასულ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ფულემში“ გადასვლა არ ისურვა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ცნობით, 29 წლის ფორვარდმა ინგლისური კლუბის შეთავაზება სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გადასულიყო, უარყო. ალერს სურდა კონცენტრირება მოეხდინა აფრიკის 2023 წლის თასის გათამაშებაზე.
შეგახსენებთ, რომ ივუარელმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლი გაიტანა ტურნირის ფინალში ნიგერიის ნაკრებთან (2:1) და თავისი გუნდი ცხრა წლის განმავლობაში პირველად გააჩემპიონა.
ალერი „ბორუსიაში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს.