ფეხბურთი

13:29 | 12.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ მოთამაშეებს კამერებს დაუყენებს და ტრანსლაციებს გაყიდის

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი გლეიზერების ოჯახი, ფეხბურთელების მაისურებზე ვიდეო-კამერებს დაუყენებს და გულშემატკივრებს ტრანსლიაციებს მიყიდის.

ESPN-ის ცნობით, გლეიზერებს ამ სისტემის გამოყენება ედ ვუდვორდმა ურჩია. უკვე არსებობს ტექნოლოგია, რომლის დახმარებით მოთამაშეს შეუძლია AR სისტემის დამაგრება და ნებისმიერი გულშემატკივარი, მცირედი თანხის გადახდის შემთხვევაში, თამაშს თავისი საყვარელი მოთამაშის თვალით დაინახავს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ „მანჩესტერს“ მსოფლიო მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ყავს, 90 წუთის განმავლობაში საყვარელი მოთამაშის ადგილზე თავის წარმოდგენის არაერთი მსურველი უნდა გამოჩნდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.106475