ფეხბურთი

23:16 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონმა წარსულის შეცდომები აღიარა

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა აღიარა, რომ ახალგაზრდობაში საშუალო განათლების ატესტატი შეიძინა.

„ახალგაზრდობაში არაერთი შეცდომა დამიშვია. ყველაზე ნაკლებად იმით ვამაყობ, რომ ატესტატი ვიყიდე. ამას მეორედ აღარ გავიმეორებდი, რადგან არასწორია“ - განაცხადა ბუფონმა La Repubblica-სთან.

46 წლის „პარმას“, „იუვენტუსისა“ და პსჟ-ის ყოფილმა მოთამაშემ კარიერა შარშან დაასრულა. იტალიის ნაკრებში მას 176 თამაში აქვს ჩატარებული. ის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 2012 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ბუფონი იტალიის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა, 6-ჯერ ქვეყნის თასს, 7-ჯერ კი სუპერ თასს დაეუფლა. პსჟ-სთან ერთად მან თითოჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და სუპერთასი.

0.115312