ფეხბურთი

21:25 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ ფილიპსს თვითშეფასება დაუგდო

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კალვინ ფილიპსმა, რომელიც იანვრიდან იჯარის წესით „ვესტ ჰემში“ გადავიდა, იმ ფსიქოლოგიურ წნეხზე ისაუბრა რომელსაც პეპ გვარდიოლასგან განიცდიდა.

„როდესაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან კლუბში დავბრუნდი პეპმა მითხრა, რომ ზედმეტი წონა მქონდა. ის მართალი იყო, მაგრამ არსებობს ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა ფორმა. გვარდიოლას უნდოდა, რომ ვარჯიში ტურნირის დასრულებიდან მეორე დღესვე დამეწყო და ამხანაგურ მატჩებში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს არავინ მითხრა. ეს იყო გაურკვევლობა, რომელმაც ჩემს თვითშეფასებაზე უარყოფითად იმოქმედა და „სიტიში“ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი“ - მოჰყავს The Sun-ს ფილიპსის სიტყვები.

კალვინი „სიტიში“ 2022 წელს „ლიდსიდან“ გადავიდა. ამ პერიოდში მან 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

0.113779