იტალიურმა „სალერნიტანამ“ მთავარ მწვრთნელად 47 წლის ფაბიო ლივერანი დანიშნა.
„სალერნიტანა“ აცხადებს, რომ შეთანხმებას მიღწია ფაბიო ლივერანთან და მას დაევალა პირველი გუნდის ხელმძღვანელობა", - იუწყება კლუბის პრესსამსახური.
ლივერანი თავის კარიერაში „ჯენოას,“ „ლეიტონს,“ „ტერნანას,“ „ლეჩეს“ და „კალიარის“ წვრთნიდა და 2022 წლის დეკემბერში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ „სალერნიტანამ“ მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი დღეს, 11 თებერვალს გაათავისუფლა. იტალიის ჩემპიონატის 24 ტურის შემდეგ „სალერნიტანამ“ 13 ქულა დააგროვა და ამჟამად მე-20 ადგილზეა.