ფეხბურთი

16:24 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„სანტოსი“ ნეიმარს ესაუბრება

ბრაზილიური „სანტოსის“ პრეზიდენტმა მარსელო ტეიშეირამ განაცხადა, რომ „ალ-ჰილალის“ თავდამსხმელ ნეიმართან კლუბში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა.

„ასეთი მოკლე საუბრები ხშირად უფრო ეფექტურია“ - განუცხადა მან ESPN Brasil-ს.

32 წლის ნეიმარი საუდის არაბეთში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა მალევე გაიწყვიტა ჯვარედინი მყესი და 2024 წლის აპრილამდე ვერ ითამაშებს. მანამდე მან 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მშობლიური „სანტოსის“ რიგებში ნეიმარი 2013 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც „ბარსელონაში“ გადავიდა.

0.121856