ფეხბურთი

2:45 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის შეცდომა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ლას პალმასს“ ეწვია და 0:2 დამარცხდა. ორივე გოლი მასპიძლებმა ბოლო წუთებზე გაიტანეს.

პირველი ტამი ძალიან დუნე და უინტერესო გამოდგა. გიორგიმ ერთხელ მოიგერია ბურთი. მეორე ნახევარი უფრო საინტერესო გახლდათ, მასპინძლები უკეთ გამოიყურეოდნენ და ეს უპირატესობა ანგარიშშიც ასახეს. ყველაფერი ბოლო წუთებზეც მოხდა. 89-ე წუთზე ალექს სუარესმა მარცხნიდან ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში ახლოდან ბრძოლაში თავი დაარტყა და ანგარიში გახსნა. ქართველი მეკარის ბრალი აქ არ იყო. მეორე გოლისას კი მამარდაშვილი შეცდა. ისევ მარცხნიდან ჩაწოდებული ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და 0:2.

პოპულარულმა whoscored.com-მა გიორგის გუნდში ყველაზე დაბალი შფასება 4.6 დაუწერა. ცოტა მეტი იყო flashscore.com-ის შეფასება (5.1), მაგრამ ისიც ყველაზე დაბალი გუნდში.

24 მატჩის შემდეგ „ვალენსია“ 35 ქულით პრიმერას ცხრილში მე-9 ადგილზეა.

0.114556