ინგლისური ჩემპიონშიფის 31-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ლიგის ერთპიროვნულ ლიდერს, „ლესტერს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
სტუმრებმა ანგრიში მე-11 წუთზე გახსნეს. ამაში „წვლილი“ ქართველმა შეიტანა, როცა საჯარიმოში დენის პრიტი წააქცა. პენალტი პატსონ დაკამ ზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა მეორეც გაიტანეს. ამჯერად პორტუგალიელი რიკარდოუ პერეირა გამოირჩა. „უოტფორდმა“ 63-ე წუთზე ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა თავი ნიგერიელმა ემანუელ დენისმა გამოიჩინა.
ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე შცვალეს. გიორგის არ აეწყო თამაში, მაგალითად WhoScored-მა მას ყველაზე დაბალი 5.9 ქულა დაუწერა.
ახლა „უოტფორდი“ 41 ქულით ცხრილში მე-11 ადგილზეა. 75-ქულიანი ლიდერი „ლესტერი“ კი 11 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „საუთჰემპტონს,“ თუმცა „წმინდანებმა“ ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს.