კატალონიური „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი გადაწყვეტილებას არ შეცვლის და მიმდინარე სეზონის ბოლოს დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩავის სიტყვები Mundo Deportivo-ს მოჰყავს:
„კონცენტრირებული ვარ ყოველდღიურ საქმიანობაზე, სამომავლოდ კი არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო. კლუბს ჭირდება დინამიკისა და კურსის შეცვლა. ვნახე გუნდის რეაქცია და ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილება მივიღე“.
ჩავიმ „ბარსელონა“ 2021 წლის 6 ნოემბერს ჩაიბარა და 2022/2023 წლების სეზონში გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. ამა წლის იანვარში 44 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.