აზიის თასის ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ყატარის და იორდანიის ნაკრებები შეხვდნენ, ტურნირის მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.
ყატარელთაგან ჰეთ-თრიქი მიითვალა აკრამ აფიფმა. საინტერესოა, რომ სამივე გოლი მან პენალტით გაიტანა. იორდანიელთაგან თავი იაზან ალ-ნაიმეტმა გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ ყატარის ნაკრებმა ეს თასი 2019 წლის ტურნირზეც მოიპოვა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაიმართა. აზიის თასზე ყველაზე მეტი გამარჯვება იაპონიის ნაკრებს აქვს - 4.